Friday, June 8, 2012

გამოყენებული ლიტერატურა


ისტორია


აღდგომის კუნძულის ისტორია ძალზე მდიდარი, მაგრამ საკამათოა. მისმა მოსახლეობამ გაუძლო შიმშილობებს, ეპიდემიებს, სამოქალაქო ომს, მონათვაჭრობას, კოლონიალიზმს და დეფორესტაციას. მიუხედავად ამისა, ერთ დღესაც, იგი დაკნინდა. კუნძულელებს მათმა კულტურულმა მემკვიდრეობამ სახელი ქვეყნად გაუთქვა, მიუხედავად ამ მემკვიდრეოპის რაოდენობისა და ხარისხის არაპროპორციულობისა ამ ხალხის რაოდენობასთან.
აჰუ-ტონგარიკი რანო-რარაკუსსიახლოვეს. 1990-იან წლებში აღმოჩენილი და აღდგენილი მოაის 15 ქანდაკება
კუნძულის თავდაპირველი დასახლებები სავარაუდოდ ახ. წ. 300-1200 წლებით თარიღდება, რაც დაახლოებით ემთხვევა პირველი მოსახლეების გამოჩენას ჰავაიზე. რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებამ შეცვალა აპოლინეზია ადრეული დასახლებების თარიღების მანამდე არსებული თითქმის ყველა პოსტულატი. ამჟამად მიჩნეულია, რომ აღდგომის კუნძული დასახლდა ახ. წ. დაახლოებით 700-1100 წლებში. მიუხედავად ამისა,არქეოლოგების — ტერი ჰანტისა და კარლ ლიპოს მიმდინარე გამოკვლევები გვთავაზობენ ოდნავ გვიან თარიღს: ანაკენას ადრეული სტრატიგრაფიული შრეების რადიუმ-ნახშირბადის მეთოდით დათარიღებისას მიღებული მონაცემები და უფრო ადრეული რადიუმ-ნახშირბადის თარიღები მიუთითებს, რომ კუნძულის კოლონზაცია მოხდა მოგვიანებით, დაახლოებით ახ. წ. 1200 წელს. მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ბიძგები და მთავარი კულტურული ღონისძიებები რაც მონუმენტურ არქიტექტურასა და სტატუეტებში აისახა, დაიწყო პირველი დასახლებიდან სულ მოკლე ხანში.“[16][17]
ზეპირი გადმოცემის თანახმად, პირველი დასახლება იყო ანაკენა. როგორც ჯარედ დაიმონდი შენიშნავს, კალეტა-ანაკენას ტერიტორია წარმოადგენდა საუკეთესო თავშესაფარს გაბატონებული მაღლობებისგან, ისევე როგორც მისი ქვიშიანი სანაპიროები კანოეების გადასხმისა და ზღვაში გაშვებისთვის, ამიტომ სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ ამ ადგილზე მოხდა პირველი დასახლების დაარსება.[18] მიუხედავად ამისა, ეს ჰიპოთეზა წინააღმდერგობაში მოდის რადიოკარბონულ დათარიღებასთან, რომლის მიხედვითაც, ბევრი წლებით ადრე დასახლებები არსებობდა სხვა ადგილებში, განსაკუთრებით ტაჰაიში, რომლის რადიოკარბონული თარიღებიც ანაკენას რამდენიმე საუკუნით უსწრებს.
ყველაზე უფრო შესაძლო ვერსიით, კუნძული პოლინეზიელებით იქნა დასახლებული, რომლებიც კანოეებით ან კატამარნებით მოვიდნენ 3 200 კმ-ით დაშორებული მარკიზის კუნძულებიდან ან 2 600 კმ-ით დაშორებულიგამბიეს კუნძულებიდან (კუნძული მანგარევა). როდესაც კუნძულს ჯეიმზ კუკი ესტუმრა, მისი ეკიპაჟის ერთ-ერთმა პოლინეზიელმა წევრმა კუნძულ ბორა-ბორადანადგილობრივებთან კომუნიკაციის დამყარება შეძლო, რადგან მათი ენა მისთვის გასაგები აღმოჩნდა. რაპანუის ენა საოცრად ახლოს იყო მანგარევანულ ენასთან, მისი ლექსიკის 80% ამ ენის მსგავსია. 1999 წელს, პოლინეზიელთა ნავების რეკონსტრუქციებით განახორციელეს მოგზაურობა, რის შედეგადაც აღდგომის კუნძულამდე 19 დღეში მიაღწიეს.[19]
ზეპირი გადმოცემების თანახმად, რომლებიც 1860-იან წლებში მისიონერებმა ჩაიწერეს, კუნძულს თავდაპირველად ძლიერი კლასობრივი სისტემა ჰქონდა. უმაღლესი მმართველი არიკი ფლობდა უზარმაზარ ძალაუფლებას დანარჩენ ცხრა კლანსა და მათ მმართველებზე. უმაღლესი მმართველი კუნძულის ლეგენდარული დამფუძნებლის — ჰოტუ მატუას პირდაპირი შთამომავალი იყო. კულტურის ყველაზე თვალსაჩინო ელემენტი იყო სტატუეტების მასივების — მოაის წარმოება, რომლებიც გაღმერთებულ წინაპრებს წარმოადგენდნენ. სჯეროდათ, რომ ცოცხლებს ჰქონდათ სიმბიოზური ურთიერთობა მკვდრებთან, სადაც მკვდრები უზრუნველყოფდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხლებს სჭირდებოდათ (ჯანმრთელობა, მიწისა და ცხოველთა ნაყოფიერება, იღბალი და ა. შ.). ამიტომ, ცოცხლები ქვაში უკვდავყოფდნენ გარდაცვლილებს, რაც სულთა სამყაროში მათ უკეთეს ადგილას დამკვიდრებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან დასახლებები სანაპიროზე იყო განლაგებული, მოაის ქანდაკებები სანაპირო ხაზის გასწვრივ იყო ჩამწკრივებული ისე, რომ დასახლებასა და თავიანთ შთამომავლობას გაჰყურებდნენ, ზურგი კი ზღვისკენ, სულთა სამყაროსკენ ჰქონდათ მიქცეული.

იცოდით ? აღდგომის კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ჩილეს ტერიტორიაზე. 
ადგილობრივი მაცხოვრებლები კუნძულს “პაპა–ნუის” ეძახიან. მისი ერთადერთი ქალაქი ხანგა – როაა. სულ კუნძულზე ცხოვრობს 3,7 ათასი ადამიანი. პაპა–ნუი ცნობილია ქვის ქანდაკებებით, რომელიც შექმნილია ვულკანური ქანებისგან. თუ დავუჯერებთ ადგილობრივ მოსახლეობას, მათი გადმოცემით ამ ქანდაკებებში არის ზებუნებრივი ძალა, კუნძულის პირველი მეფის ხოტუ – მატუასი…კუნძული ცნობილია 887 ქანდაკებით ,  რომლებსაც ,,მოაი" ეწოდებათ. კუნძლის ტერიტორია ნაციონალური პარკია. ეს სახელი მას დანიელმა მკვლევარმა ,იაკობ როგევენმა შეარქვა.მან კუნძული 1722 წელს აღმოაჩინა. თვითონ კუნძული ვულკანური ქანებისაგან შედგება , სადაც სამი მოქმედი ვულკანია- ტერეკავა, პოიკე და რანო კაუ.




Tuesday, April 10, 2012

აღდგომის კუნძული


აღდგომის კუნძული, იგივე რაპანუი (ესპ. Isla de Pascuaადგილ. Rapa Nui) — ვულკანური წარმოშობის კუნძულიწყნარი ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში. 1888 წლიდან ეკუთვნის ჩილეს. ფართობი 165,5 კმ². უმაღლესი წერტილის სიმაღლეზღვის დონიდან დაახლოებით 539 მეტრი. ბევრია ჩამქრალი ვულკანი. ჰავა ნოტიო-ტროპიკული, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებლი 1300 მმ-ია. ბუნებრივი მცენარეულობა — ბუჩქნარი და ბალახი.

.აღდგომის კუნძული ცნობილია ქვის ვეებერთელა ქანდაკებებითა და იეროგლიფური დამწერლობით. ამ კულტურის ნაშთებს სწავლობდნენ ინგლისური (1914-1915), ფრანგული, ბელგიური (1934-1935) ექსპედიციები. 1955-1956 წლებში გათხრებს აწარმოებდა ნორვეგიულ-ამერიკული ექსპედიცია თურ ჰეიერდალის ხელმძღვანელობით. აღდგომის კუნძულის დასახლების ისტორია სავსებით ნათელი არაა.